მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

იმედი|imedinews.ge

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ქეთევან კობახიძემ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე საექთნო განათლების ჰარმონიზაციის მნიშვნელობაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორცილების პროცესში ვლინდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს საექთნო განათლების მიმართულებით უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლებისა და პროფესიული განათლების სტანდარტების გადახედვის მნიშვნელობას და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევის გზით აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, კვალიფიკაციების განვითრების და დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების წარმომადგენლები.

ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი