მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპს იწყებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპს იწყებს

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპს იწყებს

იმედი|imedinews.ge

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 26-დან 29 ივნისის ჩათვლით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე - vet.ge - საბოლოო არჩევანი უნდა დაადასტურონ.

აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, საბოლოო არჩევანი მხოლოდ იმ ერთ პროგრამაზე უნდა გააკეთონ, რომელზეც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ.

ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში დაკავებული ადგილის შესახებ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოუწოდებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ ყველა აპლიკანტს, დროულად გაეცნონ საკუთარ რეიტინგულ ქულასა და რეიტინგულ სიაში დაკავებულ პოზიციას პლატფორმაზე - vet.ge და დადგენილ ვადაში დაადასტურონ საბოლოო არჩევანი. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აპლიკანტი შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას დაკარგავს.

რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე - (+995 32) 2200 220 ან ელექტრონული ფოსტით - info@emis.ge.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იწყება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობა?BM.GE
  • უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვა დღეს 11:00 საათიდან იწყებარუსთავი 2
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
  • ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებსფორმულა
იწყება →ჩარიცხვის →

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი