მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებსა და იმ ავიაკომპანიებს მიმართა, რომლებიც რუსეთის ქალაქებში ფრენებს ასრულებენ და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს.

„დღეს გვინდა, გავაფრთხილოთ ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს რუსეთის ძირითადი აეროპორტებით: რუსეთის საჰაერო სივრცე ძალიან სახიფათო ხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა, ზოგადად, არცერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„უბრალოდ, რუსეთის ცაზე დრონები იმდენად ბევრი იქნება, რომ ამას ყურადღება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ ავრცელებს ინფორმაციას, ფაქტობრივად, რუსეთის საჰაერო სივრცე დაიხურება – რუსეთის მიერ დაწყებული ომი მის საჰაერო სივრცეს კეტავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევს უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა არ სურს. სწორედ ამიტომ, მისი განცხადებით, უკრაინა პარტნიორებს რუსეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.

„რუსეთის ცაზე უსაფრთხო მომენტები დასრულდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოისმინონ როგორც უკრაინაში მომუშავე ქვეყნების ელჩებმა, ისე მოსკოვში მომუშავე ელჩებმა. თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის, რას ნიშნავს რუსეთის ომი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის და ეს ინფორმაცია საკუთარ დედაქალაქებს უნდა მიაწოდონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია იმ ავიაკომპანიებამდეც მივიდეს, რომლებიც ამჟამად რუსეთის აეროპორტებში, პირველ რიგში კი, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქების მიმართულებით ფრენებს ასრულებენ.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.

„დრონებს შორის სამოქალაქო ავიაციის ადგილი არ არის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 280 სტატია.

  • პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათიმედი
  • უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობიაBM.GE
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

იოსელიანი: ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა

იოსელიანი: ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა

ფორმულა

კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად

კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად

ფორმულა

პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვს

პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვს

ფორმულა

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

ფორმულა