მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ახალგაზრდებს უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები თელავში, კახეთის რეგიონული სამმართველოს ოფისს ესტუმრნენ.

რეგიონული სამმართველოს უფროსმა უჩა სოლომნიშვილმა ახალგაზრდებს ის ტექნოლოგიური საშუალებები დაათვალიერებინა, რომლებსაც უწყება გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს იყენებს. მათ შორისაა დრონები, ფოტოხაფანგები, ღამის ხედვის ბინოკლები, ხმაურის, ჰაერში მტვრის ნაწილაკების გამზომი ხელსაწყოები. ასევე, მაღალი გამავლობის ავტომანქანები, ნავები და ე.წ. ბაგები, რომლებიც შედარებით მიუვალ ადგილებზე მონიტორინგისთვის გამოიყენება.

დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ტარიელ ირემაძემ კი სტუდენტებს უწყების საქმიანობის, გარემოს დაცვაში მისი როლის, საკანონმდებლო ჩარჩოსა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები სხვადასხვა თემატური საკითხით დაინტერესდნენ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ დეპარტამენტის გაძლიერების პროცესის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კახეთის რეგიონშიც, რეგიონულ სამმართველოებს განყოფილებები და შესაბამისად, ახალი ოფისები დაემატება, რაც კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელებისთვის, უმნიშვნელოვანესია.

გარემოს დაცვის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1973 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი, საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. 2026 წელს, სამინისტროს უწყებების მიერ, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 1-5 ივნისის კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში გაიმართა.

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, ასევე გაიმართება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) პროექტის გახსნითი ღონისძიება, დედაენის ბაღში ჩატარდება მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი აქტივობები და პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდებიან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან, ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი