მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს. საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისა და დაინტერესებული პირების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ვადები, წესრიგდება ხარვეზის დადგენისა და ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინების შეჩერების პროცედურები, ზუსტდება მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმების განხილვისა და შეთანხმების ეტაპები. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, 2029 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცება. ზურაბ ეზუგბაიამ კომიტეტის წევრებს „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით გააცნო. კანონპროექტის მიზანია სატყეო სექტორში არსებული სისტემური პრობლემების მოგვარება, ტყის დეგრადაციის შეჩერება და ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა. პროექტი ითვალისწინებს ტყის დაცვის გაძლიერებას, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის ახალი მოდელის დანერგვას, ასევე, ტყის რესურსებით სარგებლობის რეგულაციების დახვეწას. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაუბრუნდება. კანონპროექტის თანახმად, კოდექსში ჩნდება ტერმინი - ტყის ფიზიკური დაცვა (ტყის მცველი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. მომხსენებლის ინფორმაციით, სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს 499 თანამშრომელი დაემატება, მათ შორის, 401 ტყის მცველი, 94 ერთეული მეტყევე სპეციალისტი და 4 უბნის უფროსი. როგორც ზურაბ ეზუგბაიამ აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების და გაძლიერების მთელ რიგ ღონისძიებებს. კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვითი შეფასების სფეროსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რეგულაციების დაზუსტებას. პროექტის თანახმად, იცვლება ცალკეულ სამართალდარღვევათა შემადგენლობები, ზუსტდება პასუხისმგებლობის დაკისრების ვადები და წესდება ახალი ადმინისტრაციული სანქციები გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის. კანონპროექტით დგინდება შესაბამისი გაფრთხილების, ჯარიმისა და განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში გაზრდილი სანქციების მექანიზმები.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →დაცვის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი