მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს.

საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, ნარჩენების მართვის კოდექსი დღეის მდგომარეობით ითვალისწინებს ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე – ნარჩენების 3 წელზე ნაკლები დროით შენახვას, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის, ან 1 წელზე ნაკლები დროით შენახვას, თუ ნარჩენები განკუთვნილია განთავსებისთვის. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დასაშვები ხდება სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს ერთი წლით გაგრძელება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ, ხოლო უფრო ხანგრძლივი ვადით გაგრძელება - მთავრობის დადგენილებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია ნაჩვენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მიღების ვადების ჰარმონიზაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პოლიტიკის დოკუმენტების მიღების ვადებთან.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს, რომლებიც შეეხება ნარჩენების მართვის კოდექსში ასახულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციების გამკაცრებას.

კომიტეტის წევრებმა, გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან, ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი