მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა სახიფათო და დასჯადია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა სახიფათო და დასჯადია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა სახიფათო და დასჯადია

იმედი|imedinews.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას, თუმცა სამართალდამრღვევს შესაძლოა, გაცილებით დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისროს.

„მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა გავრცელებული მავნე პრაქტიკაა. მიუხედევად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას რეგულარულად აფრთხილებს არ განახორცილონ მსგავსი ქმედება, სამართალდარღვევები მაინც ფიქსირდება.

დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას. გარდა ამისა, მცენარეული ნარჩენების დაწვა ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და იწვევს გაუდაბნოებას.

შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას; თუმცა, სამართალდარღვევის გარემოებებიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სამართალდამრღვევს გაცილებით დიდი ოდენობის ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდაც შეიძლება მოუწიოს.

საზაფხულო სამუშაოების პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ მიმართულებით მკაცრ, უწყვეტ კონტროლს განახორციელებს განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ტერიტორიებზე, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

იმედი

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

იმედი