მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლენილია შუახევის მუნიციპალიტეტში. სამართალდამრღვევმა სოფელ გოგნიაურში სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეები.

ტერიტორიიდან ამოღებულია 39 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

მიმდინარე წელს, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სამოქმედო ტერიტორიაზე, უკანონო ტყითსარგებლობის 140-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. სისტემური ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

იმედი

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

იმედი