მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა
„გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა

„გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას, გასტრონომიული მემკვიდრეობის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.

„მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც მართვის, ისე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. მათ შორის, 2020-2024 წლებში, ლევან ქარუმიძე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. იგი ასევე იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.

ლევან ქარუმიძეს გააჩნია საჯარო სექტორში მმართველობით პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. გარდა ამისა, ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებში.

ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას, გასტრონომიული მემკვიდრეობის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც გამორჩეული გასტრონომიული კულტურის მქონე ქვეყნის, პოზიციონირებაზე.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 ივლისის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. სააგენტოს მიზანია ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა, ასევე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) ფორმირება და განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

იმედი

კიევსა და ლვოვში ფედოროვის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

კიევსა და ლვოვში ფედოროვის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან

იმედი