მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. GCCA-მა შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინა
GCCA-მა შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინა

GCCA-მა შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადასტურა. სააგენტოს ინფორმაციით, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე მომსახურების გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა. გარდა ამისა, დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულებით შეთანხმებული მომსახურების მიწოდების ნაწილშიც. კერძოდ, წინასწარ შეთავაზებული და მომხმარებელთა მიერ გაცნობილი კვების მომსახურების პირობები არსებითად განსხვავდებოდა ფაქტობრივად მიწოდებული მომსახურებისგან. სააგენტოს შეფასებით, მომსახურების შესაბამისობა გულისხმობს როგორც წინასწარ შეთავაზებული პირობების დაცვას, ისე მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას. GCCA-ის გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ვოლსკი: ამოცანაა ტურისტული ინდუსტრიის დაზიანება, საერთოდ სტაბილური ქვეყნის იმიჯის დაზიანება, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები ჰქონდეს სტაბილური

გიორგი ვოლსკი: ამოცანაა ტურისტული ინდუსტრიის დაზიანება, საერთოდ სტაბილური ქვეყნის იმიჯის დაზიანება, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები ჰქონდეს სტაბილური

იმედი

Reuters: ტრამპი დრონების იმპორტზე 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

Reuters: ტრამპი დრონების იმპორტზე 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

იმედი

დავით სონღულაშვილი: ფოკას დედათა მონასტერში შექმნილი პროდუქტები ქართული აგროპროდუქციისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია

დავით სონღულაშვილი: ფოკას დედათა მონასტერში შექმნილი პროდუქტები ქართული აგროპროდუქციისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია

იმედი

საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე საქართველოში ევროკონტროლის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა

საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე საქართველოში ევროკონტროლის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა

იმედი