მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ფოკას დედათა მონასტერში შექმნილი პროდუქტები ქართული აგროპროდუქციისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია
დავით სონღულაშვილი: ფოკას დედათა მონასტერში შექმნილი პროდუქტები ქართული აგროპროდუქციისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია

დავით სონღულაშვილი: ფოკას დედათა მონასტერში შექმნილი პროდუქტები ქართული აგროპროდუქციისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში არსებული საწარმოო სივრცეები დაათვალიერა და მონაზვნების მიერ წარმოებული რძის პროდუქტების დამზადების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ფოკას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სხვადასხვა სახის პროდუქცია მზადდება, მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ადგილობრივ პირობებსა და ევროპულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ყველის წარმოება.

„ფოკას დედათა მონასტერში წარმოებული ყველი, თაფლი და სხვა პროდუქცია ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციის განვითარებასა და ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფოკას დედათა მონასტერი ფარავნის ტბის სანაპიროზე მდებარეობს და სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ და კულტურულ ადგილს წარმოადგენს. მონასტერში სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის რძის პროდუქტები, თაფლი და შოკოლადი იწარმოება. მონასტერში დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ მაღაზიაში ხდება, ხოლო ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, პროდუქციაზე მოთხოვნაც იზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და საქართველოს პარლამენტის დელეგატი ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სამველ მანუკიანი იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი დრონების იმპორტზე 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

Reuters: ტრამპი დრონების იმპორტზე 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

იმედი

საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე საქართველოში ევროკონტროლის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა

საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე საქართველოში ევროკონტროლის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა

იმედი

ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა

ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა

იმედი

ივლისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 787 ფაქტი დაფიქსირდა

ივლისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 787 ფაქტი დაფიქსირდა

იმედი