მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

იმედი|imedinews.ge

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია TAPS-ის (Tragedy Assistance Program for Survivors) 32-ე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„ღონისძიების ფარგლებში, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილესთან „Golden Dome“-ის დირექტორთან, გენერალ-მაიორ მაიკლ ა. გეტლეინთან რომელიც ქვეყნის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის მიმართულებას ხელმძღვანელობს. შეხვედრები, ასევე, გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლებთან.

TAPS-ის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ბონი ქეროლმა სიტყვით გამოსვლისას მადლიერება გამოხატა გენერალ-მაიორ კობა კობალაძისა და საქართველოს დელეგაციის მიმართ, მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის. ხოლო, აშშ-ის ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაგ კოლინსმა თავის სიტყვაში, ისაუბრა დაღუპული სამხედროების ოჯახების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და TAPS-ის მრავალწლიან საქმიანობაზე.

TAPS-ის 32-ე ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ოთარ გრიგოლია, აშშ-ში საქართველოს თავდაცვის ატაშე იროდი ქადაგიშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჭანტურიძე, საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი კობა ლიკლიკაძე, პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი მარიამ ადამაშვილი.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „TAPS“-ი 1994 წელს, ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომ ქეროლის მეუღლემ, ბონი ქეროლმა, დაღუპულ სამხედროთა ოჯახების მხარდასაჭერად დააარსა. მას შემდეგ ორგანიზაცია სხვადასხვა საქველმოქმედო და მხარდამჭერ აქტივობას ახორციელებს და ყოველწლიურად მასშტაბურ ღონისძიებებს მართავს, რომლებსაც ესწრებიან დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია TAPS-ს („Tragedy Assistance Program for Survivors“) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წელს გაფორმდა. უკვე რამდენიმე წელია, მხარეებს შორის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი