მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანელმა ფუდბლოგერმა აჭარული სამზარეულო ათიათასობით გამომწერს გააცნო
გერმანელმა ფუდბლოგერმა აჭარული სამზარეულო ათიათასობით გამომწერს გააცნო

გერმანელმა ფუდბლოგერმა აჭარული სამზარეულო ათიათასობით გამომწერს გააცნო

იმედი|imedinews.ge

აჭარის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს გერმანელი ფუდბლოგერი სტუმრობდა. რენდი მალკოლმ გემბელმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურა და ათიათასობით გამომწერს ქართული სამზარეულო გააცნო.

ტურის განმავლობაში, ფუდბლოგერმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნა. ის ასევე სტუმრობდა ღვინის მარნებს მთიან აჭარაში, სადაც რეგიონში გავრცელებულ მეღვინეობის პრაქტიკას, ადგილობრივი ვაზის ჯიშებს, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნო. გერმანელმა ფუდბლოგერმა, რომლის სამოგზაურო კონტენტს YouTube-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე მილიონობით ნახვა აქვს, გამომწერებს აჭარაში მოგზაურობისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისკენ მოუწოდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონში უცხოელი ინფლუენსერების, კონტენტ-კრეატორებისა და ფოტო-ვიდეოგრაფების მოწვევას, რის შედეგადაც აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ცნობადობა იზრდება რეგიონის პოტენციურ ტურისტებში. უახლოესს მომავალში, ტურები იგეგმება ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლატვიიდან და სომხეთიდან.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

იმედი

მედია: ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ პოლონეთში ვიზიტი გააუქმა

მედია: ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ პოლონეთში ვიზიტი გააუქმა

იმედი

გახარიას პარტიის წევრის შეურაცხყოფისთვის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე პაატა შაქარაშვილს სამი ათასი ლარი შეუფარდა

გახარიას პარტიის წევრის შეურაცხყოფისთვის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე პაატა შაქარაშვილს სამი ათასი ლარი შეუფარდა

იმედი

სერგეი ლავროვი: აშშ-ს “ჩრდილოეთ ნაკადების“ ევროპული ნაწილის ყიდვა სურს

სერგეი ლავროვი: აშშ-ს “ჩრდილოეთ ნაკადების“ ევროპული ნაწილის ყიდვა სურს

იმედი