მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანიაში ნეონაცისტი ტრანსგენდერი ქალი სასჯელს კაცთა ციხეში მოიხდის
გერმანიაში ნეონაცისტი ტრანსგენდერი ქალი სასჯელს კაცთა ციხეში მოიხდის

გერმანიაში ნეონაცისტი ტრანსგენდერი ქალი სასჯელს კაცთა ციხეში მოიხდის

იმედი|imedinews.ge

მარლა სვენია ლიბიხი, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია მსჯავრდებული და გერმანულ მართლმსაჯულებას ემალებოდა, სასჯელს საქსონიის ცაიტჰაინის კაცთა ციხეში მოიხდის, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ქალად არის რეგისტრირებული. ეს გადაწყვეტილება კემნიცის ქალთა ციხის ხელმძღვანელობამ მიიღო, სადაც ლიბიხი 15 ივლისს, ჩეხეთიდან ექსტრადიციის შემდეგ მოათავსეს.

საქსონიის იუსტიციის მინისტრმა, კონსტანცე გაიერტმა განმარტა, რომ გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ლიბიხთან გასაუბრებისა და შემოწმების შემდეგ იყო მიღებული, საკვანძო ასპექტს კი კემნიცის ციხეში მყოფი ქალების უსაფრთხოება წარმოადგენდა.

2023 წელს ლიბიხს, რომელიც იმ დროს კაცი იყო და სვენ ლიბიხის სახელს ატარებდა, ეროვნული შუღლის გაღვივების, ცილისწამებისა და სხვა დანაშაულებისთვის 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2024 წლის ნოემბერში, გერმანიაში თვითიდენტიფიკაციის შესახებ ახალი კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირაში, ლიბიხმა საბუთებში გენდერული მარკერი შეიცვალა და ოფიციალურად ქალი გახდა. ამასთან, მანამდე ლიბიხი - ნეონაცისტური დაჯგუფება Blood and Honor-ის ხელმძღვანელი, ათწლეულების განმავლობაში ტრანსგენდერ ადამიანებს „ტრანსფაშისტებსა“ და „საზოგადოების პარაზიტებს“ უწოდებდა.

2025 წლის აგვისტოს ბოლოს ლიბიხს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყო, თუმცა სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს ქალთა ციხეში არ გამოცხადდა. აპრილში ის ევროპული ორდერის საფუძველზე ჩეხეთის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ კრასნაში დააკავეს. ექსტრადიციის შემდეგ ის ქალთა ციხეში განათავსეს.

ამჟამად ჰალეს საოლქო სასამართლო ნეონაცისტის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეს განიხილავს, რომელიც სქესის შეცვლას ეხება. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მის დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა თვითიდენტიფიკაციის შესახებ კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებაა და სასამართლოს გზით ამ ცვლილებების გაუქმებას ითხოვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იმედი

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

იმედი