მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანიის პოლიციამ ბერლინის პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა
გერმანიის პოლიციამ ბერლინის პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა

გერმანიის პოლიციამ ბერლინის პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა

იმედი|imedinews.ge

ბერლინის პოლიციამ გამოაქვეყნა 21 წლის აბდულ ბ.-ს ფოტო, რომელსაც პრაიდის დროს ხალხში ავტომობილით შევარდნაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ, და მოსახლეობას მის ძებნაში დახმარების თხოვნით მიმართა. პოლიციის მონაცემებით, ეჭვმიტანილი გამხდარი აღნაგობისაა, სიმაღლით დაახლოებით 190 სმ, შესაძლოა ეცვას შავი ჰუდი და თეთრი შარვალი.

სამართალდამცველები აფრთხილებენ, რომ კაცი შესაძლოა სახიფათო იყოს და მოქალაქეებს სთხოვენ, მისი შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ პოლიციაში.

მედიის ცნობით, აბდულ ბ. ცნობილია სამართალდამცავი ორგანოებისთვის და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისლამისტურ წრეებთან. სააგენტო dpa-სა და გამოცემა Die Welt-ის მონაცემებით, მანამდე ის სასჯელს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში იხდიდა და 2026 წლის მაისში გათავისუფლდა.

ტრაგედია 25 ივლისის საღამოს ტირგარტენის რაიონში, პოტსდამის მოედანთან ახლოს მოხდა. ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შემდეგაც ხეს შეეჯახა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 1 ქალი, 16 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

იმედი

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

იმედი