მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გია აბაშიძე: 14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები და რთული პერიოდები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება, გაიზარდა ეკონომიკა და განვითარდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა
გია აბაშიძე: 14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები და რთული პერიოდები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება, გაიზარდა ეკონომიკა და განვითარდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა

იმედი|imedinews.ge

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 14 წლის განმავლობაში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები, რთული პერიოდები და მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, აღნიშნული პროცესები იმ ფონზე მიმდინარეობდა, როცა მსოფლიოში ომებმა, გლობალურმა დაპირისპირებამ და ძალთა გადანაწილებამ ვითარება შეცვალა, საქართველოში კი ამას მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება და გარედან წაქეზებული დესტრუქცია დაემატა.

მისივე თქმით, 14 წლის შემდეგ მთავარი სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ საქართველო არ გახდეს სხვისი დღის წესრიგის ნაწილი და ქვეყნის ინტერესები გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ თამაშებს არ შეეწიროს.

„14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები და რთული პერიოდები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება, გაიზარდა ეკონომიკა და განვითარდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა — რაც ქვეყნის გაერთიანებისა და აღორძინების საწინდარია.

ეს ყველაფერი იმ ფონზე მოხდა, როცა ომებმა, გლობალურმა დაპირისპირებამ და ძალთა გადანაწილებამ მსოფლიო შეცვალა, საქართველოში კი ამას მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, შინაურთა ღალატი და გარედან წაქეზებული დესტრუქცია დაემატა.

ასეთ გარემოში საქართველო პატარა ხომალდივითაა დიდ ოკეანეში — ქარი, დინებები და ტალღები მუდმივად იცვლება, მაგრამ სახელმწიფოს პრიორიტეტი უცვლელია: შეინარჩუნოს ეროვნული გზა და არ დაუშვას ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყანას ომში, დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოებრივ დაკნინებაში ჩაითრევს.

14 წლის შემდეგ მთავარი სწორედ ესაა — ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საქართველო არ გახდეს სხვისი ანტიქართული დღის წესრიგის ნაწილი და ქვეყნის ინტერესები არ შეეწიროს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ თამაშებს.“ - წერს აბაშიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • რა ჩაწერა “ოცნებამ” გახარიას პარტიის ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელშინეტგაზეთი
  • ხასაია: ოცნება ჩემზე რას იტყვის საინტერესო არაა, ვაგრძელებ იქიდან სადაც გავჩერდიფორმულა
  • უპირველესი ოცნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, მაგრამ ცარიელი მიწა ადამიანების გარეშე რთული სანახავი იქნება, ამიტომ უნდა მოხდეს დაახლოება ადამიანებს შორის და უფრო გამარტივდება ტერიტორიის დაბრუნება - ეკა წივწივაძერუსთავი 2
  • დააკავეს “ოცნების“ დეპუტატის შვილი - ბრალი პოლიციელის შეურაცხყოფაატვ პირველი
ოცნების →ხელისუფლების →

მსგავსი სტატიები

გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

იმედი

Euronews: საფრანგეთში საპროტესტო აქციებმა 356 სკოლა მოიცვა

Euronews: საფრანგეთში საპროტესტო აქციებმა 356 სკოლა მოიცვა

იმედი

თორნიკე ჭეიშვილი საიას ანგარიშზე: მათ სამიზნეში ამოიღეს პენიტენციური სისტემა, რაც თავისთავად არის მათი მხრიდან ერთი მხრივ არასერიოზული, მეორე მხრივ ცინიკური იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან თვისებრივად შეიცვალა სიტუაცია პენიტენციურ სისტემაში

ოპოზიციის მორიგი შეტევა საქართველოს საპატრიარქოზე - გიორგი ახობაძემ საქართველოს ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა, ზურა შარაშენიძე კი პატრიარქს დაემუქრა

ოპოზიციის მორიგი შეტევა საქართველოს საპატრიარქოზე - გიორგი ახობაძემ საქართველოს ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა, ზურა შარაშენიძე კი პატრიარქს დაემუქრა

იმედი