მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გია აბაშიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა და ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში
გია აბაშიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა და ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში

გია აბაშიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა და ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში

იმედი|imedinews.ge

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული ზოგიერთი რეკომენდაცია, საბჭოთა პრაქტიკებს გავს.

აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს იმ ჩანაწერზე, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის გადაადგილების დამატებითი მექანიზმის შექმნას ეხება. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა ქმნის პრივილეგირებული ჯგუფების ჩამოყალიბების საფრთხეს.

„კომპარტიულ სულისკვეთებას არ მიუტოვებია არც ევროდეპუტატი იუკნევიჩიენე და არც მისი სხვადასხვა ასაკის კოლეგები. ეს გამოჩნდა ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოზე, სადაც სხვა ტოქსიკური სიბრიყვეების გარდა, ევროკომისიას მოუწოდებენ შეიქმნას რაღაც მექანიზმი, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის უვიზო მიმოსვლის გარანტორი იქნება ანუ ერთგვარი კომპარტიული მეოთხე სამმართველო, სპეცსანატორიუმებში (ევროპულ ქვეყნებში) ე.წ. პრივილეგირებულთათვის უვიზო მოგზაურობის ანუ „პუწიოვკების" გაცემაში. და ვინ დაადგენს თუ ვინაა ე.წ. ნამდვილი ჟურნალისტი თუ აქტივისტი ანუ „სოციალისტური შრომის გმირი" ანუ „ევრომონა"? ალბათ, რაღაც ნეობოლშევიკური „ტროიკები". მაგალითად, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და ბაბუცა პატარაია და ა.შ. ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა და ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში.“ - წერს აბაშიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი