მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს - არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს - არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს - არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

იმედი|imedinews.ge

ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს, ევროკომისიისავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას ადასტურებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველოზე ერთი და იმავე ევროპული სივრციდან ორი სრულიად განსხვავებული სურათი მოდის: პოლიტიკური შეფასება და კვლევით გაზომილი საზოგადოებრივი განწყობა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, უხერხულია, როცა ევროკრატია ქართველებს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, „ევრობარომეტრის“ კვლევა კი აჩვენებს, რომ ქართველი საზოგადოების ნდობა საკუთარი მთავრობის მიმართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მისი აზრით, ზოგჯერ ბრიუსელს საკუთარი ცხრილების წაკითხვაც სჭირდება.

„ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს, ევროკომისიისავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას ადასტურებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? 2025 წელს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველომ მეხუთე ადგილი დაიკავა — 2024 წლის მერვე ადგილიდან.

2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო. მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებლით ევროპის ბოლო პოზიციებზე კი ნიდერლანდები, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი და სლოვენია არიან. აქ ირონიული სწორედ ისაა, რომ საქართველოზე ერთი და იმავე ევროპული სივრციდან ორი სრულიად განსხვავებული სურათი მოდის: პოლიტიკური შეფასება და კვლევით გაზომილი საზოგადოებრივი განწყობა.

და ყველაზე უხერხული სწორედ ეს არის: ევროკრატია ქართველებს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, „ევრობარომეტრის“ კვლევა კი აჩვენებს, რომ ქართველი საზოგადოების ნდობა საკუთარი მთავრობის მიმართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ყველაზე საინტერესო თავად 54.1% კი არა, ისაა, საიდანაც ეს რიცხვი მოდის.

ეს არ არის ოფიციალური თბილისის მიერ შეკვეთილი კვლევა, რომელსაც ბრიუსელი „ქართული ოცნების პროპაგანდად“ მონათლავდა. ეს სწორედ იმ ევროპული კვლევითი სისტემის მონაცემია, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტები თავად ზომავენ საზოგადოებრივ განწყობას.

„ევრობარომეტრი“ ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების მიერ გამოყენებული კვლევითი ინსტრუმენტია, რომელიც 1974 წლიდან ევროპაში საზოგადოებრივ განწყობას სწავლობს. ანუ, როცა ბრიუსელი საქართველოს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, მისივე ცხრილში ქართველი საზოგადოების მთავრობისადმი ნდობა ევროპის ხუთეულშია. როგორც ჩანს, ზოგჯერ ბრიუსელს საკუთარი ცხრილების წაკითხვაც სჭირდება“, - წერს გია აბაშიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სადღობელაშვილი მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს რეალურ პროგრესს, ევროკომისიის კვლევის შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე

შალვა პაპუაშვილი „კონრად ადენაუერის ფონდის“ საქართველოდან გასვლაზე: საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს მიზეზი, რატომაც გადიან. ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდოდა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება. ეჭვი მეპარება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში

განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა

განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა

იმედი

გიორგი ჯინჭარაძე: 34 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან. ამ დღეს შეეწირა მამაჩემი ქვეყნის ერთიანობას. იმ ადამიანების თავგანწირვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

გიორგი ჯინჭარაძე: 34 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან. ამ დღეს შეეწირა მამაჩემი ქვეყნის ერთიანობას. იმ ადამიანების თავგანწირვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

იმედი