მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიგა ავალიანის დედა: პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად
გიგა ავალიანის დედა: პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად

გიგა ავალიანის დედა: პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად

იმედი|imedinews.ge

პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ.

ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიასთვის ბრალდების წარდგენას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

„მე ველოდებოდი მუხლის გადაკვალიფიცირებას და პროკურატურამ დიახ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით. შვილმკვდარ დედას და მით უმეტეს სადისტურად შვილმოკლულ დედას, არაფერი აძლევს შვებას, მაგრამ ოდნავ მაინც თუ შეიძლება შვილის წინაშე ცოტა მართალი იყო, სწორედ ეს არის, რომ პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად“, - აღნიშნა კუპატაძემ.

როგორც ცნობილია, გიორგი მალანია 1 ივლისს დააკავეს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მას ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა. თუმცა, დღეს პროკურატურამ გიორგი მალანიას ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი