მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

იმედი|imedinews.ge

გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

არასრულწლოვნების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნია იმნაძეს 13-წლამდე, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს.

გიგა ავალიანი 2025 წლის ოქტომბერში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად, გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმა.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც ჩასაფრდნენ და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

2025 წლის 1-ელ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ ცნეს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • "პროცესი დაიძრა" - რა ეტაპზეა Air Georgia-ს სამგზავრო ტერმინალის პროექტი?BM.GE
  • "პოლიტიკური პროცესი ასეთია, ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა" - ირაკლი ფავლენიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგზერუსთავი 2
  • დღეს სააღმზრდელო პროცესი 40 მუნიციპალური ბაღიდან 9-ში ვერ განახლდა - ვაჟა დარჩიატვ პირველი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →სასამართლოს →დაკავებული →

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

იმედი

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში

ალის ვაიდელი: ფრიდრიხ მერცი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს - ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია