მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი აბუთიძე: დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები
გიორგი აბუთიძე: დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები

იმედი|imedinews.ge

დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ეს არის ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.

მისივე თქმით, სულ პირველი ეტაპი არის ასფალტის საფარის მოხსნა.

„როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს ღამე თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ეს არის ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები. ეს არის სულ პირველი ეტაპი, ასფალტის საფარის მოხსნა. ხვალ უკვე შემოვა „ჯივიპის“ ტექნიკა, მასალებს შემოიტანენ და დაიწყებენ სამუშაოებს. პირველ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვლება. ეს არის წყალარინების ქსელები, წყალმომარაგების ქსელები. პარალელურად, გაზმომარაგების მილი შეიცვლება, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. ცოტა მოგვიანებით, მაგრამ დაიწყება ტროტუარებზეც სამუშაოები. მოეწყობა მიწისქვეშა კაბელ-არხები, სადაც შემდგომში განთავსდება საჰაერო სადენები. რა თქმა უნდა, საბოლოოდ მოწესრიგდება სავალი ნაწილი, ტროტუარები მოპირკეთდება. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები.

მიწისქვეშა კომუნიკაციები დაზიანებულია, ძალიან დიდი ხნის არის. ვისაც გაუვლია რუსთაველის გამზირზე, ჩაზნექილი ადგილები სადაც არის, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები მწყობრში არ არის. ამიტომ, პირველ რიგში ვიწყებთ მაგით, რომ ბევრი ათწლეულის განმავლობაში მიწის ქვეშ გასაკეთებელი აღარაფერი იყოს“, - აღნიშნა გიორგი აბუთიძემ.

რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გურამ მაჭარაშვილი  ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ  რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

იმედი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები  ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი