
გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა
ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
დეპუტატი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომლის თანახმად, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვეს, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემათ.
„წლებია მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა, თუმცა უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, ეს აუცილებელია.
ვადებს რაც შეეხება, ეს იქნება სექტემბრის პირველ ეტაპზე - როგორც კოლეჯები, ისე უნივერსიტეტები წარმოადგენენ ყველა იმ თავისუფალ ადგილს, რომელიც აქვთ“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ 30 აგვისტოს, ბრიფინგზე განაცხადა:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ“.
იმედი
წყარო: imedinews.ge