მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა

იმედი|imedinews.ge

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება უმეტესი აბონენტისთვის. გაწმენდილია საავტომობილო გზები და აღდგენილია მიმოსვლა.

უახლოეს პერიოდში მუნიციპალური სამსახურები შეუდგებიან ზარალის აღწერას და დათვლას.

„ყველა მუნიციპალური სამსახური მზადყოფნაში იყო, ჩაატარეს გაწმენდითი სამუშაოები. ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ნაწილს პრობლემა შეექმნა და „ენერგო პროს“ ჯგუფებმა ძირითადად უკვე აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება. ძლიერი ქარის შედეგად მოითხარა რამდენიმე ხე და ჩაიხერგა საავტომობილო გზები, თუმცა სამაშველო და მუნიციპალურმა სამსახურებმა გზები გაწმინდეს. ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა

იმედი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

იმედი

გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა

პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება

იმედი