მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჯინჭარაძე: 50-მდე პროექტი განხორციელდა და ღონისძიებები მიძღვნილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის
გიორგი ჯინჭარაძე: 50-მდე პროექტი განხორციელდა და ღონისძიებები მიძღვნილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის

გიორგი ჯინჭარაძე: 50-მდე პროექტი განხორციელდა და ღონისძიებები მიძღვნილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის

იმედი|imedinews.ge

კულტურის მიმართულებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება - 50-მდე პროექტი განხორციელდა, სადაც ათასობით ადამიანი იყო ჩართული და რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებები მიძღვნილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, კულტურა არის ის მიმართულება და ბერკეტი, რომელმაც უნდა შეგვიქმნას აფხაზეთთან დაახლოების პერსპექტივა და ურთიერთპატივისცემის აღდგენის შესაძლებლობა.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული პროექტები. კულტურა არის ის მიმართულება და ბერკეტი, რომელმაც უნდა შეგვიქმნას აფხაზეთთან დაახლოების პერსპექტივა, ურთიერთპატივისცემის აღდგენის შესაძლებლობა, რომელიც საუკუნეებია მოგვდგამს და ზუსტად კულტურის მიმართულებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება - 50-მდე პროექტი განხორციელდა, სადაც ათასობით ადამიანი იყო ჩართული და რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებები მიძღვნილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ წელს აფხაზეთობა ჩატარდა შესანიშნავი მასშტაბურობით, მოცული იყო სრულიად საქართველო. დავიწყეთ ამ ლამაზი მხარიდან - სამეგრელოდან, შემდეგ უკვე მოვიცავით საქართველო და 23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთობას ჩვენ გვქონდა პატივი რუსთაველის თეატრში დაგვესრულებინა შესანიშნავი კონცერტით, რომელსაც ასრულებდა ანსამბლი აფხაზეთი.

ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის სპორტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დევნილი სპორტსმენები ღირსეულად იყვნენ დაფასებულები, შესაბამისად, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წასახალისებლად 30-მდე პროექტი განხორციელდა. აქვე ვიტყვი, რომ დაჯილდოვდა 40-მდე წარმატებული სპორტსმენი სხვადასხვა მიმართულებით და მხარდაჭერა გაეწიათ 20-მდე სპორტულ კლუბს, რომლებიც აფხაზეთის სახელით მოასპარეზე იყო, ან აფხაზეთის ფედერაციაში შედიოდა.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ბანაკებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შექმნა, რომელიც აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ ამოქმედდა, მათი მიზანია, რომ ის ყველაზე მთავარი მისია, რომელიც არის აფხაზეთში დაბრუნება და შერიგება - ამ კუთხით აქტიურად არის ჩართული ეს საბჭო. მათი მიზანია, რომ სხვა ახალგაზრდების შემოკრებით და ამ პროცესში ჩართულობით ხელი შეეწყოს ნდობის აღდგენას და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატია.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. ჩვენ ძალიან დიდი კვლევების საფუძველზე დავაფუძნეთ ახალი პროექტები. მინდა გამოვარჩიო ეკონომიკური კუთხით სასოფლო-სამეურნეო პროგრამები, რომლის საფუძველზეც 400-მდე ფერმერმა ისარგებლა. აქ საუბარი იყო სხვადასხვა საჭირო რესურსებზე. ასევე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ეკონომიკური მხარდაჭერა მიიღო 20-მდე მეწარმემ, შესაბამისად, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ანაკლიაში შეხვდა და ერთი წლის ანგარიში წარადგინა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Financial Times: ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტი სრულად გაიყვანოს - ანკარაში, ნატოს სამიტზე ვიზიტისას გაჟღერებული ეს განცხადება რეგიონში მოკავშირეების მიმართ მის მიერ გაკეთებულ მუქარებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

იმედი

თამარ იოსელიანი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: ნავსადგურის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკა სახელმწიფოს კონტროლქვეშ იქნება - სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ისეთ ქვეყნებს, ოპერატორებსა და კომპანიებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება

მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს

მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს

იმედი