მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად, ქუთაისში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და ახალი პროგრამა წარუდგინეს.

მთავრობის თავმჯდომარემ, დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობასა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი პროგრამებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც მათ სოფლის მეურნეობის სექტორში საქმიანობის განვითარებაში დაეხმარებათ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე ესწრებოდა.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები, რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცაფორმულა
  • პუტინი აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავსნეტგაზეთი
  • "ამ ომში ჩაბმა, ეს იყო საბედისწერო შეცდომა მაშინდელი ხელისუფლების. ხელისუფლებას ემოციური მდგომარეობისთვის უნდა გაეძლო" - ირაკლი ბათიაშვილი აფხაზეთის შესახებრუსთავი 2
  • „აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი მტერია“ - სოხუმის დაცემის დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართაBM.GE
აფხაზეთის →შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

ზურაბ სიჭინავა: მსოფლიო ბანკის შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა როგორც არსებული პორტების გაფართოება, ისე ახალი სიმძლავრეების შექმნა. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა

თამარ იოსელიანი: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება და რამხელა ეკონომიკური პოტენციალი აქვს ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებისთვის

დავით რუსია: სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა

დავით რუსია: სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა

იმედი

ქ. ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა

ქ. ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა

იმედი