მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჯინჭარაძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით
გიორგი ჯინჭარაძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით

გიორგი ჯინჭარაძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით

იმედი|imedinews.ge

გასული ერთი წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ორასამდე კომპაქტურ დასახლებას, ამისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოვყავით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი ყურადღება ექცევათ ვეტერანებს და მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

„სოციალური მიმართულება, რა თქმა უნდა, რჩება უმთავრეს გამოწვევად აფხაზეთის მთავრობისთვის, თუმცა ღირსეულად ვუმკლავდებით ჩვენი რესურსის ფარგლებში და ციფრები ამაზე მეტყველებს.

მინდა დავიწყო გასული ერთი წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოებით, რომელიც ჩაუტარდა ორასამდე კომპაქტურ დასახლებას, ამისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოვყავით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ, წლევანდელი წელი ჩვენთვის არის მოტივაცია, რომ მეტი სიკეთე შევთავაზოთ ჩვენს დევნილ მოსახლეობას.

მინდა აღვნიშნო, რომ ფინანსური მხარდაჭერა, ჯამში, გაეწია 5 ათასამდე ადამიანს და ასობით ოჯახს გავუუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები, ასევე 700-ზე მეტი ბენეფიციარი უზრუნველვყავით დროებითი თავშესაფრით, ყოველივე ეს ციფრები არის მინიმალური ჩვენება, რაც ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა.

შემდეგი წლის ბიუჯეტით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი სრულად მიმართულია სოციალური მიმართულებით, იხარჯება სოციალური კუთხით.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს მიმდინარე წელს დაუფინანსდა კომუნალური გადასახადი, ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობთ ვეტერანებს, ვეტერანთა ოჯახის მხარდაჭერას, ამ კუთხით ჩვენ ავამოქმედეთ ახალი პროგრამა, რომელიც მიმართული იყო ფსიქოსოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის გაუმჯობესების კუთხით. ვეტერანები და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ანაკლიაში შეხვდა და ერთი წლის ანგარიში წარადგინა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი