მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კაკაურიძე: საგარეო სექტორის მიმართულებით პირველი სამი თვის განმავლობაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 867.0 მლნ აშშ დოლარი იყო. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ აშშ დოლარია, რაც 23.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე
გიორგი კაკაურიძე: საგარეო სექტორის მიმართულებით პირველი სამი თვის განმავლობაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 867.0 მლნ აშშ დოლარი იყო. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ აშშ დოლარია, რაც 23.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე

იმედი|imedinews.ge

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა. მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა, წლის პირველ კვარტალში უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობა იყო. კერძოდ, იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 7,9% იყო, თებერვალში - 8.8 %, ხოლო მარტში - 10.7%. საბოლოო ჯამში კი, I კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.1% იყო. მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი მარტში 4.3% იყო, ხოლო საშუალო ინფლაცია ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში - 4,4%-ია. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საგარეო სექტორის მიმართულებით, წელს, პირველი სამი თვის განმავლობაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 867.0 მლნ აშშ დოლარი იყო. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ აშშ დოლარია, რაც 23.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი - 4 143.2 მლნ აშშ დოლარია, რაც 7.1 პროცენტით ნაკლებია. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 1 170.4 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, საიდანაც უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 997.5 ათასი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე დაახლოებით 4.0%-ით მეტია. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2026 წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. მისივე თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში წმინდა ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.4%-ით გაიზარდა და 797.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ნაერთ ბიუჯეტზე საუბარისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა და ის 6 942 195.8 ათას ლარს შეადგენს, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 102.6%-ია. მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთხითაც შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა და ის 5 982 895.2 ათას ლარს შეადგენს, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101.6%-ია. ასევე, გადასახადების შესრულების კუთხით, მობილიზებულია 5 593 554.7 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.5%. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 30 881 358.0 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 7 903 217.5 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ - 7 238 179.8 ათასი ლარი. საკასო შესრულება კვარტლის გეგმური მაჩვენებლის 91.6%, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის - 23.4%-ია. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება