მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კახიანი „დევნილთა რეზოლუციაზე”: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ ვიწრო პოლიტიკურ დაპირისპირებას. იგი მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისკენ და ამიტომ, მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ დრომდე არ უჭერენ მხარს აღნიშნულ რეზოლუციას, გადახედონ საკუთარ პოზიციას და მხარი დაუჭირონ მას
გიორგი კახიანი „დევნილთა რეზოლუციაზე”: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ ვიწრო პოლიტიკურ დაპირისპირებას. იგი მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისკენ და ამიტომ, მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ დრომდე არ უჭერენ მხარს აღნიშნულ რეზოლუციას, გადახედონ საკუთარ პოზიციას და მხარი დაუჭირონ მას

იმედი|imedinews.ge

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესიაზე დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დევნილთა უფლებების მხარდამჭერ რეზოლუციებზე ისაუბრა.

გიორგი კახიანმა მოუწოდა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც აქამდე თავს იკავებდნენ ან წინააღმდეგ აძლევდნენ ხმას აღნიშნულ რეზოლუციას, გადახედონ თავიანთ პოზიციას და მხარი დაუჭირონ მას.

„სამართლებრივი ზომების გარდა, ჩვენ ვახორციელებთ ფართომასშტაბიან დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო კოორდინაციით. ყოველწლიურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, საქართველო წარადგენს რეზოლუციას სახელწოდებით „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც ფართოდ არის ცნობილი როგორც „დევნილთა რეზოლუცია“. ბოლო სამი წლის განმავლობაში აღნიშნულმა რეზოლუციამ ყოველ ჯერზე ასზე მეტი მხარდამჭერი ხმა მიიღო, ხოლო წინააღმდეგ მისცა ხმა მხოლოდ რვა სახელმწიფომ 2026 წელს, რაც ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. საყურადღებოა ასევე ის ტენდენცია, რომ არსებობს არაერთი სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობას“, თუმცა ან თავს იკავებს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, ან მის წინააღმდეგ აძლევს ხმას. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ამ სახელმწიფოებს საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ ვიწრო პოლიტიკურ დაპირისპირებას. იგი მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისკენ და ამიტომ, მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ დრომდე არ უჭერენ მხარს აღნიშნულ რეზოლუციას, გადახედონ საკუთარ პოზიციას და მხარი დაუჭირონ მას.

ასეთი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პოზიტიური პრეცედენტი იქნება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების საქმეში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სულ უფრო აშკარად იკვეთება მისი თანდათანობითი ეროზიისა და შესუსტების საფრთხე.

ჩვენ გვჯერა, რომ მულტილატერალიზმის სანდოობა დამოკიდებულია მის უნარზე, უზრუნველყოს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, დაიცვას მათი ტერიტორიული მთლიანობა და აღკვეთოს ძალის გამოყენების ან საზღვრების უკანონო გზებით შეცვლის ნებისმიერი მცდელობა.

ამ სულისკვეთებით, საქართველო სრულად რჩება ერთგული ეფექტიანი, ინკლუზიური და სამართალზე დაფუძნებული მულტილატერალიზმის მიმართ და მოუწოდებს აქ წარმოდგენილ ყველა სახელმწიფოს, კიდევ უფრო განამტკიცონ თავიანთი ერთგულება ამ ფუნდამენტური პრინციპებისადმი.”- განაცხადა გიორგი კახიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო - გორდულაძეტვ პირველი
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • დონალდ ტრამპი BBC-ის საკუთარი ოჯახის წევრების დევნაში ადანაშაულებსრუსთავი 2
  • სანქცირებიდან თვე-ნახევარში დაფარული 102 482 ლარის სესხი - გენერალურ აუდიტორს საკუთარი საბანკო ანგარიშები ისევ არ აქვსBM.GE
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი