მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კახიანი: ერთია, რა ხდება ამ რეზოლუციებში, რომლებიც სრულიად არარსებულ ფაქტებს ეფუძნება და მეორეა რა ხდება ქვეყანაში, რაც ქართველმა ხალხმა უფრო კარგად იცის, ვიდრე მაგალითად საფრანგეთის პარლამენტის 68 წევრმა
გიორგი კახიანი: ერთია, რა ხდება ამ რეზოლუციებში, რომლებიც სრულიად არარსებულ ფაქტებს ეფუძნება და მეორეა რა ხდება ქვეყანაში, რაც ქართველმა ხალხმა უფრო კარგად იცის, ვიდრე მაგალითად საფრანგეთის პარლამენტის 68 წევრმა

იმედი|imedinews.ge

ერთია, რა ხდება ამ რეზოლუციებში, რომლებიც სრულიად არაობიექტურ და არარსებულ ფაქტებს ეფუძნება და მეორეა რა ხდება ქვეყანაში და ქვეყანაში რა ხდება, ეს ქართველმა ხალხმა უფრო კარგად იცის, ვიდრე მაგალითად საფრანგეთის პარლამენტის 68 წევრმა, რომელმაც რეზოლუციას დაუჭირა მხარი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა საფრანგეთის პარლამენტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაზე.

„დღის ქრონიკაში“ საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც საზოგადოებისთვის მიუღებელია.

„ჩვენ გვინდა ერთი რამ - დიალოგი. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და არაერთხელ გაგვიჟღერებია ასეთი რამ. ძალიან მარტივია უაპელაციოდ და შეპასუხების გარეშე კონკრეტული შეფასებები გააკეთო და რეზოლუციებში ასახო. მაგრამ როდესაც დიალოგზეა საუბარი, იქ პირისპირ უკვე სხვა ფორმატია და ასე მარტივად, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვერავის წაუყენებ. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დიალოგი ამ დროის განმავლობაში ვერ შედგა“, - აღნიშნა კახიანმა.

მისივე თქმით, ასეთი რეზოლუციების უკან რადიკალური ოპოზიცია დგას.

„ყველანაირად ცდილობენ დააზიანონ ქვეყნის რეპუტაცია, ქვეყნის იმიჯი, რომ იქნებ ასეთ პროცესებში თავისთვის რაღაც ხელსაყრელი პოლიტიკური ნიადაგი გამონახონ. მეორე მხრივ, გარე აქტორებიც და მათი გარე პატრონები ცდილობენ, რომ ასეთი რეზოლუციებით მათ რაღაც პოლიტიკური მუხტი შესძინონ, მაგრამ თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ არანაირი რევოლუციური მუხტი ქვეყნის შიგნით არ არსებობს და ვერც იქნება ასეთი მუხტი, იმიტომ, რომ ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს“, - აცხადებს კახიანი.

საფრანგეთში, სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით მოამზადეს და მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ეროვნული ასამბლეა ითხოვს სანქციებს, ევროკავშირში გაწევრების გაყინვას და აკრიტიკებს მიღებულ კანონებს. საფრანგეთის 577-კაციან პარლამენტში, დოკუმენტის განხილვას 95 დეპუტატი ესწრებოდა, მის მიღებას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა, 22-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • "კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადებაBM.GE
  • ესპანეთის მთავრობა სრულად არის მობილიზებული, რათა სეუტაში შექმნილ ვითარებას დაუყოვნებლივ უპასუხოს - პედრო სანჩესირუსთავი 2
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
სრულად →ხდება →წევრი →

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი: ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

მაკა ბოჭორიშვილი: ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელზე: ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა. პირველივე შესაძლებლობისთანავე მქონდა შეხვედრა მასთან და ვისაუბრეთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკაზე

POLITICO: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, მოკავშირეები დონალდ ტრამპისგან დისტანცირებას ცდილობენ

POLITICO: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, მოკავშირეები დონალდ ტრამპისგან დისტანცირებას ცდილობენ

იმედი