მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კახიანი: რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება
გიორგი კახიანი: რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება

გიორგი კახიანი: რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება

იმედი|imedinews.ge

რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

კახიანის თქმით, საკმაოდ საინტერესო ცვლილებაა.

„ვფიქრობ, პირველ რიგში ეს ცვლილება წარმოაჩენს ჩვენს პოლიტიკას და ჩვენს დამოკიდებულებას იმასთან მიმართებაში, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონების განვითარებას. გარკვეული გამოწვევები ამ მიმართულებით თუ გვქონდა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და რეგიონები განვითარდეს.

ამ თვალსაზრისით როდესაც საუბარია იმაზე, რომ მამუკა მდინარაძე დაინიშნება ახალ თანამდებობაზე, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც სწორედ ამ რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას შეითავსებს თავის თავში, მოგეხსენებათ, მამუკა არის ერთ-ერთი გამოცდილი და კომპეტენტური პოლიტიკოსი. მთელი თავისი საქმიანობის განმავლობაში თავი სწორედ ასეთად წარმოაჩინა და რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძის ამ პოსტზე დანიშვნა იმ გამომწვევებს, რომლებიც ამ თვალსაზრისით არსებობდა, გამოასწორებს და რეგიონების განვითარებას ხელს შეუწყობს.

სამწუხაროდ, იყო გარკვეული პროექტები, რომელთა შესრულება უფრო ეფექტიანად შეიძლებოდა. გარკვეული გამოწვევები იყო ამ მიმართულებით. ასე, რომ რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს და მამუკა მდინარაძე, დარწმუნებული ვარ ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება“, - აღნიშნა მან.

კახიანის თქმითვე, აღნიშნულ ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რა გამოხმაურება ექნება, მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

„მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია თეთრზე შავი ისაუბროს და ა.შ. მათი ნებისმიერი შეფასება ობიექტურ რეალობას მოკლებულია“, - განაცხადა მან.

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. საკანონმდებლო ცვლილებებამდე ის რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებს. სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მდინარაძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • პოლიტიკიდან მდინარაძის გაშვებით, რომელიც რეგიონების "მთავარი პოლიციელი" უნდა ყოფილიყო, კობახიძე დაასუსტეს|ირაკლი მელაშვილიBM.GE
  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებსტვ პირველი
მდინარაძის →

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი