
გიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთში მიმდინარე არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული
პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული, - განუცხადა „ქრონიკას“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ყაზახეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.
„რამდენიმე უბანზე დაკვირვება, ისევე როგორც ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა კომპონენტზე დაკვირვების შესაძლებლობა არ გვქონია ჩვენი მანდატიდან გამომდინარე - ბუნებრივია, ვერ იძლევა მთლიანი პროცესის შეფასების შესაძლებლობას, თუმცა არჩევნების ადმინისტრირების ხარისხთან მიმართებით ჩვენი შეფასებები ნამდვილად პოზიტიურია“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ყაზახეთში, ახალი კონსტიტუციის ფარგლებში პირველ საყოველთაო არჩევნებში ერთპალატიანი პარლამენტის 145 დეპუტატს აირჩევენ. კენჭისყრა, ქვეყანასა და საზღვრებს მიღმა გახსნილ ჯამში 10 000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს.
იმედი
წყარო: imedinews.ge