
გიორგი კალანდია: ვულოცავ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების მფლობელი გახდა
ვულოცავ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას -დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების მფლობელი გახდა, - წერს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია.
როგორც კალანდია აღნიშნავს,
„მუზეუმმა International Travel Awards 2026-ის ჯილდო მოიპოვა და საქართველოს საუკეთესო არქიტექტურულ-ისტორიულ მუზეუმად დასახელდა - „Best Historical and Cultural Museum in Georgia“ კატეგორიაში.
International Travel Awards საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში გამორჩეულ მუზეუმებს, კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ კომპანიებს, სასტუმროებს, ავიაკომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს აჯილდოებს. კონკურსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვიზიტორთა გამოცდილებას, მომსახურების ხარისხს, სტუმარმასპინძლობის სტანდარტს და იმ შთაბეჭდილებებს, რომელსაც კონკრეტული ორგანიზაცია დამთვალიერებელზე ახდენს.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისთვის ამ ჯილდოს მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსია, სადაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული საქართველოს ისტორია, არქიტექტურა და ხელოვნება. ჯილდო კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს მემკვიდრეობა საინტერესო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი დამთვალიერებლებისთვისაც.
International Travel Awards-ის მასშტაბს მისი გამარჯვებულების სიაც ადასტურებს. სხვადასხვა წლებში ჯილდო მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებსა და ტურისტულ ობიექტებს, როგორებიცაა Ferrari World Abu Dhabi, Warner Bros. World Abu Dhabi, W Verbier Switzerland და Radisson Blu. განსაკუთრებით ვულოცავ: დავით ოყუჯავას, ირაკლი ჭითანავას, ლილი ბერაიას, მარინა ქობალიას, ნანა ხუბუას, ნიკა ჯოლოგუას! ვულოცავ მთელ ჩვენს გუნდს წინ კიდევ უფრო მაგარი მიზნები გვაქვს!“, - აცხადებს კალანდია.
იმედი
წყარო: imedinews.ge