
კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადასცდა - კოლუმბიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნული კატასტროფის მდგომარეობა
კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადასცდა. ქვეყნის პრეზიდენტის, აბელარდო დე ლა ესპრიელას განცხადებით, ბოლო მონაცემებით, კატასტროფას მთელი ქვეყნის მასშტაბით 111 ადამიანი ემსხვერპლა.
პრეზიდენტის თქმით, დაშავებულია სულ მცირე 87 ადამიანი, ხოლო დანგრეულია ან სრულად განადგურებულია 61-ზე მეტი შენობა.
აბელარდო დე ლა ესპრილიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მთავრობის მთავარ პრიორიტეტს ნანგრევებიდან ხალხის გადარჩენა და დაზარალებულთა დახმარება წარმოადგენს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შექმნილი მძიმე ვითარების გამო, კოლუმბიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნული კატასტროფის მდგომარეობა.
როგორც კოლუმბიური გამოცემა El Tiempo წერს, აღნიშნული რეჟიმის გამოცხადება პრეზიდენტს ანიჭებს სპეციალურ უფლებამოსილებას, გამოსცეს საგანგებო აღმასრულებელი დეკრეტები კრიზისის სწრაფად და ეფექტურად დასაძლევად.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა საკუთარი რეზიდენცია სასწრაფოდ დატოვა და დედაქალაქ ბოგოტაში გაემგზავრა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფთან გადაუდებელი შეხვედრა გამართა.
იმედი
წყარო: imedinews.ge