მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში ღია კარის დღე გაიმართება
გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში ღია კარის დღე გაიმართება

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში ღია კარის დღე გაიმართება

იმედი|imedinews.ge

11 ივნისს ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში (ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის 51) ღია კარის დღე გაიმართება.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ლიცეუმში არსებულ გარემოს. მოსულ სტუმარს ელოდება საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა.

დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მოცემულ ბმულზე: https://shorturl.at/38Vxs

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლა მიმდინარეობს საბაზო და საშუალო საფეხურებზე. არსებული საგანმანათლებლო პროგრამები კადეტებს სთავაზობს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის აკადემიურ განათლებას, არამედ მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს.

სწავლების პროცესი მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნელოვანი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა დროის ეფექტური მართვა, ლიდერული თვისებების განვითარება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, ჯანსაღი კონკურენციის კულტურა და გუნდური მუშაობის უნარები.

ლიცეუმის გარემო კადეტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლიან, დისციპლინირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებად, რომლებიც წარმატებით შეძლებენ როგორც აკადემიურ, ისე ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი