მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი პატარიძე ხოშტარიას მკურნალ ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს ასე პაციენტის მდგომარეობას, რომ გააჩნია ისეთი ტკივილები, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, მესმის, რომ შეიძლება, დაკავებული ბრძანდება, თუმცა ვფიქრობ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა გადაედო ყველაფერი და მომხდარიყო ჩვენთან შეხვედრა
გიორგი პატარიძე ხოშტარიას მკურნალ ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს ასე პაციენტის მდგომარეობას, რომ გააჩნია ისეთი ტკივილები, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, მესმის, რომ შეიძლება, დაკავებული ბრძანდება, თუმცა ვფიქრობ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა გადაედო ყველაფერი და მომხდარიყო ჩვენთან შეხვედრა

იმედი|imedinews.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მკურნალი ექიმის განცხადებას ეხმაურება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტიკულად მესამედ მიწევს კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ წინა ჯერზე, იმ სავალდებულო და მართლაც რომ ძალიან მარტივი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, მყისიერად მოხდა ელენე ხოშტარიასთან შესაბამისი დარგის სპეციალისტი ექიმის, ქალბატონი მაკა იოსელიანის დაშვება. ეს განხორციელდა, პრაქტიკულად, 15 წუთის განმავლობაში, როგორც ჩემს მიერ იყო წინასწარ აღნიშნული.

შემდეგ, როდესაც სპეციალისტი, ქალბატონი მაკა იოსელიანი გამოვიდა უკვე მსჯავრდებული ხოშტარიასგან, მან, ცოტა არ იყოს, და გასაკვირიც იყო პირადად ჩემთვის, მოაწყო, ფაქტობრივად, ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ პაციენტის, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა არის იმდენად მძიმე და მას აქვს ისეთი ტკივილები, რომ, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია მისი გასინჯვა.

რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური და პირადად მე თვალყურს ვადევნებ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, მივიღე გადაწყვეტილება მყისიერად და დავავალე ჩვენი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომ მომხდარიყო კომუნიკაცია ქალბატონ მაკა იოსელიანთან, რათა მასთან მომხდარიყო შეხვედრა. მან დაურეკა, შემდეგ მისწერა მას ეს-ემ-ეს-ითაც, თუმცა რეაგირება იყო საკმაოდ გვიან. დაახლოებით, ორი საათის შემდეგ გაგვცა პასუხი. ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრა გუშინ, დღის ნებისმიერ პერიოდში, თუმცა, სამწუხაროდ და ჩემდა გასაოცრად, პასუხი მივიღე, რომ მას უბრალოდ, ასე ვთქვათ, არ ეცალა და შეძლებდა ჩვენთან შეხვედრას მხოლოდ და მხოლოდ ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით, ვციტირებ, დაახლოებით 5 საათზე.

ახლა მე მინდა გკითხოთ თქვენ, მე მინდა ვკითხო საზოგადოებას: თუ ადამიანი განიცდის ისეთ ტკივილს, რომ წარმოუდგენელია მისი გასინჯვა - ეს ექიმის შეფასებაა და ვციტირებ მაკა იოსელიანის სიტყვებს, როდესაც ექიმი აფასებს ასე მდგომარეობას პაციენტისას, რომ მას გააჩნია ისეთი ტკივილები, რომ ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, მესმის, რომ შეიძლება დაკავებული ქალბატონი ბრძანდება, თუმცა მე ვფიქრობ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა გადაედო ყველაფერი და ეს უნდა ყოფილიყო მისთვის უმნიშვნელოვანესი, რომ მომხდარიყო ჩვენთან შეხვედრა; გაგვეცვალა, აზრები, დაგვეგეგმა, გაგვეწერა შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და დაგვეგეგმა სამომავლო გეგმები მსჯავრდადებულთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, გულწრფელად ვამბობ, პირადად ჩემთვის ეს იყო მართლაც უბრალოდ გაუგებარი“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის 3 უცხოელია დაკავებული - შსსBM.GE
  • აქციებზე დაკავებული აქტივისტების მშობლები რაჭაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენტვ პირველი
  • შსს: თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებულიფორმულა
  • დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
დაკავებული →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი