მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი სოსიაშვილი: გარე პატრონებისგან მართული აგენტურა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების კამპანია რას ემსახურებოდა? უნდა აღგვემართა ხელი ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებზე. ეს იყო მათი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება
გიორგი სოსიაშვილი: გარე პატრონებისგან მართული აგენტურა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების კამპანია რას ემსახურებოდა? უნდა აღგვემართა ხელი ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებზე. ეს იყო მათი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ეხება.

სოსიაშვილის თქმით, ისინი ქვეყანაში „ბომბების წვიმას ნატრობდნენ“.

„გარე პატრონებისგან მართული აგენტურა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების კამპანია რას ემსახურებოდა? თითქოს, ჩვენ შანსი გვქონდა, რომ დაგვებრუნებინა ცხინვალი და აფხაზეთი, ანუ უნდა აღგვემართა ხელი ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებზე. ეს იყო მათი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება.

ბომბების წვიმას ნატრობდნენ. ისეთ ფსკერზე დაეცნენ, რომ პრიგოჟინსაც კი მიესალმებოდნენ, ოღონდ შარში გახვეულიყო ჩვენი ქვეყანა, დაწყებულიყო აქ საომარი მოქმედებები, ყველაფერზე მიდიოდნენ. ფაშიზმით იკვებებოდა ეს ხალხი თავის დროზე“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს: „აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხელი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • როგორ შეუწყო ხელი საქართველოს ბანკმა ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას AWS-ის დახმარებითBM.GE
  • ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს - ყოფილ პრემიერს ხელი ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადოტვ პირველი
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • სოხუმი: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთნეტგაზეთი
ხელი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის საქმიანობა და  განვითარების პერსპექტივები განიხილა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის საქმიანობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა

იმედი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

იმედი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში - ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციას აქვეყნებს