მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სოხუმი: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთ - Netgazeti
სოხუმი: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთ - Netgazeti

სოხუმი: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთ - Netgazeti

ნეტგაზეთი12 აგვისტო, 2026, 19:52|netgazeti.ge

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აპსნიპრესი“ აცხადებს, რომ აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტარისთვის აფხაზეთის [დე ფაქტო – რედ.] მთავრობას მიმართა.

„ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას
„საწვავის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან, კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობების ფარგლებში, კვლავ ხორციელდება. გუშინ რუსეთიდან 1100 ტონა ბენზინი შემოვიდა. ამასთან, კვლავ არსებობს გარე სირთულეები, რომლებიც დაგეგმილ მიწოდების გრაფიკზე გავლენას ახდენს. არსებული გარე სირთულეების, ზაფხულის სეზონზე საწვავზე გაზრდილი მოთხოვნისა და საწვავის მწვავე დეფიციტის თავიდან აცილების გათვალისწინებით, რომელიც მნიშვნელოვანი სოციალური დაწესებულებების ფუნქციონირებაზე უარყოფითად აისახებოდა, განიხილება საავტომობილო საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების ალტერნატიული წყაროებიდან შემოტანის შესაძლებლობა. ამჟამად, ობიექტური მიზეზების გამო, საწვავის მიწოდების დამკვიდრებულ წყაროებს პრობლემები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებშიც რუსეთიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი ნებადართულია. სირთულეებს აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილეებიც შეხვდნენ. მათ შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა. არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით გადაწყდა, რომ საქართველოდან საავტომობილო საწვავის შემოტანისთვის ხელის შეშლა არ მოხდა. ასე ხდებოდა სხვა კრიზისული სიტუაციების დროსაც. ომის შემდგომ, 1990-იან წლებში, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოში საწვავის მიწოდებაც ხორციელდებოდა. აფხაზეთის ხელისუფლება ხელს არ შეუშლის რესპუბლიკაში სხვა ქვეყნებიდან საწვავ-საპოხი მასალების შემოტანას და მზად არის, ამ პროცესში საწვავის ბაზრის მონაწილეებს დახმარება გაუწიოს“, – განუცხადეს „აპსნიპრესს“ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში.

ბოლო დღეებში აფხაზეთში საწვავით მომარაგების პრობლემა კვლავ მწვავედ იდგა. დე ფაქტო ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ საწვავის მიწოდება რუსეთიდან გრძელდება და არსებული მარაგების სრულად ამოწურვის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

აფხაზეთში საწვავზე კრიზისი გრძელდება

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

ნეტგაზეთი

კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა

კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი