მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი სოსიაშვილი: ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, რათა ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით დალაპარაკებოდა
გიორგი სოსიაშვილი: ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, რათა ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით დალაპარაკებოდა

იმედი|imedinews.ge

ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, ასევე პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რათა მათი გათვლებით, ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით დალაპარაკებოდა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

მან კომენტარი გააკეთა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომ სიძულვილის ენის გამოყენებაზე მონიტორინგი 1 ივნისიდან განახორციელოს.

სოსიაშვილი მიიჩნევს, რომ როგორც არ უნდა ეთანხმებოდა ადამიანს განსხვავებული აზრის გამო, დაუშვებელია მისი ლანძღვა.

„ხშირად გავიგონებთ-ხოლმე, ადამიანს სოციალურ ქსელში შესვლა აღარ უნდა. რატომ ხდება? საიდან ხდება? ვისგან? ხომ შეიძლება ამას პასუხი მარტივად გაეცეს?! - ხდება ამ ფაშისტებისგან, რომლებიც საზოგადოებაში სიძულვილის ენას თესავენ და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა დებატების მნიშვნელობას, რომლის დამკვიდრება პრემიერის სურვილი იყო.

„უნდა ვიკამათოთ ჩვენ და ამ კამათში დაიბადება ჭეშმარიტება, თუ როგორ უნდა ავაშენოთ უკეთესი საქართველო და არა ლანძღვაში, გინებაში და გამუდმებით ერთმანეთის ბულინგსა და ცილისწამებაში“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას თითოეული მოქალაქე როგორც ფიზიკური, ასევე მორალური წნეხისა და ტერორისგან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩებარუსთავი 2
  • საქართველოში დაიკარგა ტაილანდელი იუთუბერი: ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვსფორმულა
  • "ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?BM.GE
  • HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებსტვ პირველი
საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი