მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი აქციების დროს დაკავებულების შეწყალების მოწოდებაზე: ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!
გიორგი ვოლსკი აქციების დროს დაკავებულების შეწყალების მოწოდებაზე: ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!

გიორგი ვოლსკი აქციების დროს დაკავებულების შეწყალების მოწოდებაზე: ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!

იმედი|imedinews.ge

ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ახლად არჩეული პატრიარქისადმი მოწოდებას, რომ შეიწყალოს აქციების დროს დაკავებული პირები.

როგორც „დღის ქრონიკასთან“ გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, დაკავებულებიდან არც ერთს არა თუ სინანული არ გამოუთქვამს ჩადენილი დანაშაულის გამო, პირიქით, ისინი ღიად აცხადებენ, რომ მზად არიან გააგრძელონ დესტრუქციული ქმედებები.

„შეწყალება არ ნიშნავს მხოლოდ პატიებას, შეწყალება ნიშნავს ადამიანის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვას, როდესაც იგი თუნდაც არ ინანიებს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება საზოგადოების უდიდესი ნაწილის თუნდაც ეკლესიის და საერთოდ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, რა საკვირველია, აქ უნდა გამოვარჩიოთ ერთი მთავარი თვისება მახასიათებელი, რომელიც გააჩნია იმ ადამიანებს, ვის შეწყალებაზეც საუბრობენ.

თვითონ ჩადენილი დანაშაულია მძიმე. შეწყალებაც შეიძლება მაგრამ ადამიანთა ეს ნაწილი არც ამ შეწყალების მადლიერია და ამბობს, რომ „მე გავაგრძელებ იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს დანგრევა და ცეცხლში გახვევა ჰქვია“.

ვისი პრეროგატივაც არის ამ გადაწყვეტილების მიღება-არ მიღება, რა საკვირველია, ის ათჯერ დაფიქრდება. ეს ნაბიჯი დაკავშირებულია უდიდეს პასუხისმგებლობასთან იმ ბავშვების, იმ ახალგაზრდების მიმართ, რომელმაც შეიძლება უმძიმეს დღეში ჩააგდოს, ქმედებებმა, რომელიც დღეს უკვე ბრალდებული პირების ქმედებას შეიძლება მოჰყვეს. მით უმეტეს, როცა ასეთი ინტენსიური პოლიტიკური და ფინანსური დახმარება შემოდის იმ ძალებისაგან, ვისაც ჩვენ ვეძახით ხან „ომის პარტიას“, ხან „დიფ სთეითს“. ძალიან რთულ საკითხს შევეხეთ. ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი