მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი არჩევნების გაყალბების ბრალდებაზე: უნდა ჩაიგდო ენა და თქვა - რასაც მეუბნებიან სწორია და ის ალტერნატივა, რასაც გვთავაზობენ, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები. არჩევნების თემაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი
გიორგი ვოლსკი არჩევნების გაყალბების ბრალდებაზე: უნდა ჩაიგდო ენა და თქვა - რასაც მეუბნებიან სწორია და ის ალტერნატივა, რასაც გვთავაზობენ, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები. არჩევნების თემაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი

იმედი|imedinews.ge

გიორგი ვოლსკი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და საერთაშორისო აქტორების ბრალდებებს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ პოზიტიურად შეაფასა და არჩევნები ლეგიტიმურად ცნო.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიულეტენზე მელნის გამოჟონვის თემით მანიპულირება აბსურდულია, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პროგრესი, ტურისტული ბუმი და ფოთის პორტში ჩადებული უმსხვილესი ამერიკული ინვესტიციები კი რეალურ სურათს ასახავს, რომლის უგულებელყოფაც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

ვიცე-სპიკერმა კრიტიკულად შეაფასა ევროპელი პარტნიორების პოზიციაც და გაიხსენა უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებში. ვოლსკის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან რუსთაველის გამზირზე დგომა და ახალგაზრდების მობილიზება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და სისხლისღვრის საფრთხეს შეიცავს, რაც სრულიად მიუღებელია.

„გვქონდა ერთ-ერთ ევროპელ მაღალჩინოსანთან საუბარი. როცა იგივე შეკითხვა ისმება, ოღონდ ცოტა საყვედურის რაკურსით, ვეუბნებით - გაიხსენეთ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ქვეყნის პოზიციას წარმოადგენენ და დგანან რუსთაველის პროსპექტზე და ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ აქ მეორე მაიდანი მოაწყონ, რაც სისხლისღვრასთან არის დაკავშირებული. რაზეა ლაპარაკი საერთოდ? როგორ შეიძლება ამ თემაზე ვისაუბროთ? თან გეუბნება, რომ ევროპასთან დაკავშირებით შენ არასწორ ინფორმაციას ავრცელებ. უნდა ჩაიგდო ენა და თქვა - რასაც მეუბნებიან სწორია და ის ალტერნატივა, რასაც გვთავაზობენ, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები. არჩევნების თემაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავატვ პირველი
  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ბრალდებით 3 პირი დააკავესფორმულა
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
ბრალდება →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი