მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი: ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის გარკვეული ძალა დაინტერესებული, რომ ეს ალტერნატიული დერეფანი არ განვითარდეს და შესაბამისად ევროპას მოლაპარაკება ჰქონდეს ვისთანაც უნდა და საქართველო იყოს იგნორირებული
გიორგი ვოლსკი: ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის გარკვეული ძალა დაინტერესებული, რომ ეს ალტერნატიული დერეფანი არ განვითარდეს და შესაბამისად ევროპას მოლაპარაკება ჰქონდეს ვისთანაც უნდა და საქართველო იყოს იგნორირებული

იმედი|imedinews.ge

ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის გარკვეული ძალა დაინტერესებული, რომ ეს ალტერნატიული დერეფანი არ განვითარდეს და შესაბამისად ევროპას მოლაპარაკება ჰქონდეს ვისთანაც უნდა და საქართველო იყოს იგნორირებული, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში” საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ასევე არსებობს ეჭვი, რომ კონკრეტული ბალტიისპირელები მართავენ პროცესებს ზოგადად ევროპულ სტრუქტურებში.

„დღეს მსოფლიოში არ არსებობს სენტიმენტები ქვეყნებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. რა საკვირველია, ეჭვი გიჩნდება, რომ ბალტიისპირელები და კონკრეტულად სახელ-გვარებიც ვიცით, ეს ადამიანები მუდმივად არიან ფლაგმანები ამ სახალხო პარტიის და განაგებენ სიტუაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ზოგადად, ევროპულ სტრუქტურებში, ევროპარლამენტში მიჰყავთ სიტუაცია. რა საკვირველია, ჩვენთვის ეს სიახლე არაა. 10 რეზოლუციაა უკვე ევროპარლამენტში და ევროსაბჭოდანაც იმიტომ გამოვიდა ჩვენი დელეგაცია, რომ მის მიმართ იყო ინტენსიური და საკმაოდ არასასიამოვნო, უსამართლო შემოტევა.

ჩვენ ერთი გვაინტერესებს, ევროკავშირსა და ყაზახეთს შორის შეთანხმება გაფორმდა კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების თაობაზე. წარმატებას ვუსურვებთ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო სწორედ იმ გზაზე იმყოფება, რომლის გამოყენებაც ევროკავშირისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია. სხვა რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, თუ არა ის, რომ ეს ალტერნატიული გზა, რომელიც საქართველოზე გადის, ვიღაცას არ აწყობდეს, როგორც განვითარებული მსოფლიოს თუ რეგიონის განვითარებული ნაწილი. ვინ შეიძლება იყოს ასეთი? დღევანდელობიდან გამომდინარე ერთადერთი ეჭვი ჩნდება, ხომ არ არის მართლაც დაინტერესებული გარკვეული ძალა იმაში, რომ ეს ალტერნატიული დერეფანი არ განვითარდეს და შესაბამისად, ევროპას მოლაპარაკება ჰქონდეს ვისთანაც უნდა, ჩინეთთან, ყაზახეთთან, ვიეტნამთან თუ ნებისმიერ ქვეყანასთან და ამ შემთხვევაში იგნორირებული იყოს საქართველო”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი