მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი: ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ამ სტუდიიდან უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან მოყოლებული თავის ვალდებულებების საწინააღმდეგო ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს, საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ გზაზე
გიორგი ვოლსკი: ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ამ სტუდიიდან უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან მოყოლებული თავის ვალდებულებების საწინააღმდეგო ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს, საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ გზაზე

იმედი|imedinews.ge

ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ამ სტუდიიდან უნდა ვუთხრათ, რომ არასდროს საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან მოყოლებული თავის ვალდებულებების საწინააღმდეგო ნაბიჯი არ გადაუდგამს. საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ გზაზე, იმ ევროპული სტანდარტების დამცველი და შემსრულებელია, როგორც კვლევები გვიჩვენებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კანონის უზენაესობის კუთხით ჩატარებულ საერთაშორისო კვლევაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც საქართველომ მონტენეგროსთან ერთად უზენაესი შეფასება მიიღო.

ვოლსკის თქმით, აღნიშნული კვლევით მოხდა შეფასება, თუ როგორ მიმდინარეობს ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცესი.

„კვლევა ამაზე მეტყველებს, რომ საქართველო წინ დგას და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს მონტენეგროსთან ერთად. უფრო მეტიც, მთელი რიგი მაჩვენებლებით საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას.

ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ამ სტუდიიდან უნდა ვუთხრათ, რომ არასდროს საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან მოყოლებული თავისი ვალდებულებების საწინააღმდეგო ნაბიჯი არ გადაუდგამს. საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ გზაზე, იმ ევროპული სტანდარტების დამცველი და შემსრულებელია, როგორც კვლევები გვიჩვენებს, რომლებიც ზუსტად შეესაბამება იმ ფორმულირებას, რომელიც ჩვენ კონსტიტუციაში ვიხილეთ საბოლოოდ.

აქედან გამომდინარე, ერთადერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ - არსებობს გარკვეული ინტერესი, რომელიც გულისხმობს საქართველოში რევოლუციური პროცესის განვითარებას, დესტაბილიზაციას და ისეთი მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის ინტერესს, რომელიც შეასრულებს მითითებებს. მოთხოვნა არის ერთადერთი - დავუპირისპირდეთ რუსეთს ისე, სწორედ იმ რესურსით, იმ მეთოდით, როგორც უპირისპირდება ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას და ამ ომში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ არა რაღაც თანასწორუფლებიანი ან რაღაც გარანტიებით, რომელსაც ევროკავშირი მოგვცემს ამ შემთხვევაში, ენერგორესურსების დეფიციტის პრევენციის მიზნით თუ სამხედრო თუ სხვ დახმარების თვალსაზრისით. საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ ჯახში, როგორც პატარა პაიკმა. ცუდი გამოთქმაა, მაგრამ ზუსტად შეესაბამება იმ ინტერესსა და გემოვნებას, რომელიც ჩვენ მიმართ გააჩნიათ, ეს არის სიტყვათა ერთობლიობა, ამას ჰქვია „საზარბაზნე ხორცი“. რასაკვირველია, ეს პრობლემას შეუქმნის რუსეთის ფედერაციას, მაგრამ საქართველოს გააქრობს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, როგორც ერთეულს, რომელიც თავისი საზოგადოების მომავალზე უნდა ფიქრობდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

Resilio Access Project-ის კვლევით, საქართველომ, მონტენეგროსთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის კუთხით უმაღლესი შეფასება მიიღო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი