
გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: პარლამენტში გარკვეული ადგილების დაკავებაზე უარი თქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის წარმატების იმედი ჰქონდათ
პარლამენტში გარკვეული ადგილების დაკავებაზე უარი თქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის წარმატების იმედი ჰქონდათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რადიკალებთან დაკავშირებით.
ვოლსკის თქმით, დღესაც ეს მდგომარეობაა, თუმცა საზოგადოებას გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს და სახელმწიფოს რესურსებიც საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რათა თავი დაიცვას.
„მოცემულობის შეფასება არ არის ძნელი. უკვე დიდი ხანია ამ თემაზე ვლაპარაკობ, ვინ რას წარმოადგენს, ვინ რა განცხადებებს აკეთებს და როგორ აღიქვამს ამას საზოგადოების უდიდესი ნაწილი. მთავარია, რა ხდება, რა შინაარსია და რა მიზნებს ემსახურება ეს ყველაფერი.
მიზანი არ შეცვლილა, ვიმეორებთ და კიდევ უნდა გავიმეოროთ, მნიშვნელობა აქვს იმას, რაც მოხდა, რა პროცესიც ახლა მიმდინარეობს. ყველა დეტალში ვერ შევალთ, მაგრამ რამდენიმე გავიხსენოთ. სულ ახლახან იყო, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. სულ ცოტა ხანში უკრაინის მაღალჩინოსნებმა, პოლიტიკურმა ლიდერმა თქვა, რომ მოლაპარაკება რეალური იყო, მოლაპარაკება შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩამოვიდნენ და გვითხრეს მოლაპარაკება საჭირო არ არის და ომში უნდა წავიდეთ. ომი არის ის გამოსავალი, რომელსაც უკრაინა უნდა ემსახუროს. პროქსი ომი მიმდინარეობს.
შემდეგ გვახსოვს როგორ ითხოვდნენ ჩვენგან ამ ომში ჩართვას და დღემდე ითხოვენ. მოგონილი თემა, თითქოს ჩვენ არ ვემთხვევით საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირს. ეს სრულად გაბათილებულია იმ კვლევებით, რომლებიც თუნდაც გუშინ თუ გუშინწინ გამოქვეყნდა.
ჩვენ ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, ევროპული სტანდარტი რასაც ჰქვია. ჩვენ არჩევნები მოვიგეთ და საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობა შესაძლოა ერთი ლოზუნგით დახასიათდეს - „არა ომს“.
აღარ შევალ იმ სიღრმეებში, რასაც ჰქვია ჩვენი განწყობა, ჩვენი თვითმყოფადობა. ეროვნული ღირსების დაცვის განცდა, რომელიც გააჩნია ამ მცირე რესურსების მქონე, მაგრამ ძირითად ნაწილს ჩვენი ქვეყნისა რელიგიის მიუხედავად, ეროვნების მიუხედავად და პოლიტიკური პოზიციების მიუხედავად, მაგრამ ფაქტია, რომ შეძლეს, დივერსია განახორციელეს და დაპირისპირების გარკვეული პლატფორმა შექმნეს, რომელიც მათთვის სამწუხაროდ ვერ გავიდა, ვერ გაიმარჯვა. პარლამენტში გარკვეული ადგილების დაკავებაზე უარი თქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის წარმატების იმედი ჰქონდათ.
დღესაც ეს მდგომარეობაა, თუმცა გაცილებით მეტი აქვს უკვე ინფორმაცია საზოგადოებასაც. შეფასებებიც საკმარისად გაკეთდა და სახელმწიფოს რესურსებიც საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რათა თავი დაიცვას“, - აღნიშნა მან.
ვრცელდება ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა. "Prime Time"-ის ინფორმაციით, ოპოზიციისთვის ქვეყნის გარედან მიცემული დავალება ორ ნაწილად იყოფა: პირველი ხაზი გაერთიანებულია სათაურის ქვეშ "ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს", სადაც საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ქართველი ხალხი არის იმედგაცრუებული, შეშინებული და დაღლილი, მიდიან ემიგრაციაში, ხალხი უსამართლობაზე და მაღალ ფასებზეა გაბრაზებული.
იმედი
წყარო: imedinews.ge