მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ

იმედი|imedinews.ge

სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ 2012 წლის არჩევნების პერიოდის გახსენებისას.

მისი თქმით, რომ არა ხალხის მობილიზება და იმ დროს ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაცია, არც სენატორების რჩევა გაჭრიდა და სააკაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა.

„ჯინ შაჰინი არ იყო ერთადერთი, იქ იყო სენატორთა ჯგუფი, რომლებმაც დაინახეს რეალობა, რა ხდებოდა საქართველოში და რომ უმრავლესობა ნამდვილად არ არის სააკაშვილის მხარეს. ისინი სააკაშვილს მოუწოდებდნენ, რომ არ წასულიყო იმ ნაბიჯებზე, რაც, მათი აზრით, შეიძლებოდა სააკაშვილს გადაედგა.

ამოხეთქა ამდენი ხნის დაგროვილმა უკმაყოფილებამ: უსამართლობა, წართმეული ქონება, ღირსებააყრილი პატიმრები, ნაწამები ხალხი, უამრავი პრობლემა, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს იმ მმართველობის დროს, როცა ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა განაპირობა საქართველოს დიდი ნაწილის საკმაოდ აგრესიული განწყობა.

რა თქმა უნდა, სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა და საკმაოდ მძლავრი პროცესები იყო. ქალაქების ჩამოთვლა შეგვიძლია, სადაც ყუთის გატაცების, იარაღით შევარდნის ფაქტებიც [იყო]. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ. მეც მახსოვს არჩევნები, უბნები, რომლებზეც ხალხის მობილიზება იყო, წესიერად, კანონის ფარგლებში. რომ არა ეს რეალური სიტუაცია, არც სენატორების რჩევა გაჭრიდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Euronews: ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა

ქალაქ ნიცის მერი: ვანდალების მშობლებმა უნდა გადაიხადონ ლიცეუმებისთვის მიყენებული ზიანის აღდგენის ხარჯები - თუ ისინი სარგებლობენ სოციალური დახმარებებით ან მუნიციპალური საცხოვრებლით, ეს შეღავათები უნდა შეუწყდეთ და ჩამოერთვათ

ბაჩო ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს

„ჩვენ წინაშეა პარტია, რომელიც მოხიბლულია ძალადობით, მოუწოდებს ამბოხისკენ და ცდილობს აჯანყების ორგანიზებას“ - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ აკრძალვა სურს