მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სასულიერო პირებს ახალგაზრდების აღზრდასა და ღირებულებითი განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და სამშობლოს სიყვარულის განმტკიცებას.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში 175 კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც 4 375 მოსწავლეა ჩართული. პროგრამა ასევე ხორციელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის.

მინისტრის განცხადებით, პროგრამის გაფართოება მომავალშიც გაგრძელდება. ამ მიზნით უკვე გადამზადდა 129 სასულიერო პირი. ისინი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალ კლუბებს გახსნიან.

ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე მოსწავლეები. სასულიერო პირებს სიგელები ახალგაზრდების აღზრდასა და პროგრამის გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ, ხოლო მოსწავლეები კლუბებში აქტიური ჩართულობისთვის დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი