მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო
გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო

გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკურ ანატოლიურ ლიცეუმს ესტუმრა.

გივი მიქანაძემ სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საგანმანათლებლო პროგრამებისა და ლიცეუმის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ლიცეუმის დირექტორისგან, ილქერ ერკმენისგან, მიიღო.

სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

ლიცეუმის მთავარი მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება მწვანე ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ინდუსტრიის მიმართულებით. სასწავლებელში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა: განახლებად ენერგეტიკას (მზის, ქარისა და სხვა ენერგიის წყაროებს); ელექტრო და ელექტრონულ სისტემებს; ავტომატიზაციასა და რობოტიკას; ხელოვნურ ინტელექტსა და პროგრამირებას; ენერგოეფექტურობასა და ეკოლოგიურად მდგრად ტექნოლოგიებს.

ლიცეუმი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებითა და პრაქტიკული სწავლების სივრცეებით, სადაც მოსწავლეები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ. სასწავლებელი თანამშრომლობს როგორც თურქეთის ინდუსტრიულ კომპანიებთან, ისე უნივერსიტეტებთან, რაც მოსწავლეებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს აძლევს.

მინისტრთან ერთად ლიცეუმში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს

ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“,  რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს