მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე ერთიან ეროვნულ გამოცდებში ბრალდებული და მსჯავრდებული აბიტურიენტების მონაწილეობაზე: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ორგანიზაციული უზრუნველყოფისთვის
გივი მიქანაძე ერთიან ეროვნულ გამოცდებში ბრალდებული და მსჯავრდებული აბიტურიენტების მონაწილეობაზე: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ორგანიზაციული უზრუნველყოფისთვის

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ცნობით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 58 არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ბრალდებულები და მსჯავრდებულები არიან დარეგისტრირებული. ამ თემაზე მინისტრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და შესაბამის უწყებებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხდა.

„პირველ საგამოცდო დღეს, მათგან 30-მა უკვე მიიღო მონაწილეობა [პროცესში]. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ორგანიზაციული უზრუნველყოფისთვის. მთელმა პროცესმა ძალიან უმტკივნეულოდ და ყოველგვარი გამოწვევისა და პრობლემის გარეშე ჩაიარა - როგორც ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ტრანსპორტირებამ, ასევე, მათმა ჩართულობამ საგამოცდო პროცესში“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს თბილისის საგამოცდო ცენტრებში 20 ასეთი აბიტურიენტი იყო მიყვანილი, ქუთაისში კი - 10. დანარჩენი რეგისტრირებული ბრალდებული და მსჯავრდებული პროცესში შემდეგ დღეებში ჩაერთვება.

„ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყველა სახელმწიფო უწყება მაქსიმალურად ორიენტირებულია იმისთვის, რომ ნებისმიერი პირის კონსტიტუციით გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი განათლების ხელმისაწვდომობის უფლება იყოს დაცული და, შესაბამისად, ამ საგამოცდო პროცესში მათი ჩართვა ყოველგვარი პრობლემის გარეშე ხდება“, - განაცხადა მიქანაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • ჩხუბი სასტუმროში - ბრალდებულ გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს ადვოკატები აღარ დაიცავენტვ პირველი
  • საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სასამართლო პროცესი გაიმართარუსთავი 2
  • ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურაBM.GE
  • ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცინეტგაზეთი
ბრალდებული →სამსახური →

მსგავსი სტატიები

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

იმედი

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

იმედი

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

იმედი

გიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, მართალია, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა