მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ჩხუბი სასტუმროში - ბრალდებულ გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს ადვოკატები აღარ დაიცავენ
ჩხუბი სასტუმროში - ბრალდებულ გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს ადვოკატები აღარ დაიცავენ

ჩხუბი სასტუმროში - ბრალდებულ გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს ადვოკატები აღარ დაიცავენ

ტვ პირველი10 აგვისტო, 2026, 19:47|tvpirveli.ge

თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, „აგარანის მამულში“ დაპირისპირებაში ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს ლაშა კაპანაძე და მარიამ დურგლიშვილი აღარ დაიცავენ - ამის შესახებ ადვოკატებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

გაცნობებთ, რომ მე და ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ამიერიდან აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას. ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო, რომ გიორგი დაკავების შემდგომ ყოფილიყო თავისუფალი და დაბრუნებოდა ოჯახს, რასაც მივაღწიეთ, თუმცა მოპოვებულ შედეგს სჭირდება შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა კლიენტის მხრიდანაც გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები. როდესაც დასაცავი პირი არ ასრულებს ადვოკატის ისეთ მითითებებს, რომელიც საქმისთვის აუცილებელია და წარმოადგენს დაცვის ეფექტური განხორციელებისთვის სტრატეგიის ნაწილს, ასეთ დროს ადვოკატი იძულებული ხდება ჩაეხსნას საქმეს, ვინაიდან ცალსახად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი. Მე და მარიამს გვსურს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ქართველ ხალხს და ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და მათი დადი წვლილია შეტანილი იმაში, რომ გიორგი თავისუფალია. ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ სასტუმრო აგარანის მამულის ხელმღვანელობას, რომელთაც 7 აგვისტოს გამართული შეხვედრისას სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში და ადვოკატებს საშუალება მოგვცეს შეუფერხებლად გვეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები სასტუმროს ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობდა გიორგის სისხლის სამართლის საქმეში თავისუფლებაზე დარჩენას, რაც სასტუმრო აგარანის ხელმძღვანელობისთვისაც ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც დაცვის მხარისთვის. საბედნიეროდ ფაქტია, რა გაურკვევლობასაც არ უნდა ჰქონოდა ადგილი საბოლოოდ ქართული მხარე ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დადგება. მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ ადვოკატს, რომელიც გააგრძელებს ჩვენს დაწყებულ საქმეს და იმედია დაასრულებს ზუსტად იმ შედეგით, რომელიც ერთადერთ, სწორ და სამართლიანად მიგვაჩნია.“, - დაწერა ლაშა კაპანაძემ „ფეისბუკში“.

რა მოხდა 18 ივლისს?

18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.

წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.

პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა.

რამდენიმე დღეში, ძმის ქორწილში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული გიორგი ჭიღლაძე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მას აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
  • ეკა კუპატაძე: ვფიქრობ, მოსამართლე დატოვებს პატიმრობაში ორივე ბრალდებულს, ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს. ეს ტრენდი ვინც წამოიწყო, რომ „არასრულწლოვანი კიკინებიანი ბავშვები დაგვიკავეს“, ვის ტვინშიც ეს მოიხარშა, ის არის საზოგადოებისთვის საშიშიიმედი
  • ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურაBM.GE
  • ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცინეტგაზეთი
ბრალდებული →

მსგავსი სტატიები

ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძე

ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძე

ტვ პირველი

ყველაფერი სიცრუეა - იოსებ სიგუა ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობს

ყველაფერი სიცრუეა - იოსებ სიგუა ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობს

ტვ პირველი

ირაკლი კობახიძეს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ

ირაკლი კობახიძეს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ

ტვ პირველი

რუსული დრონების სკანდალი: რატომ დააკავეს დრონების მწარმოებელი ფირმის დირექტორები

რუსული დრონების სკანდალი: რატომ დააკავეს დრონების მწარმოებელი ფირმის დირექტორები

ტვ პირველი