მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე ხულოში კოლეჯ „ახალი ტალღის“ თანამშრომლებს შეხვდა
გივი მიქანაძე ხულოში კოლეჯ „ახალი ტალღის“ თანამშრომლებს შეხვდა

გივი მიქანაძე ხულოში კოლეჯ „ახალი ტალღის“ თანამშრომლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტში კოლეჯ „ახალი ტალღის“ ფილიალს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრს ხულოს ფილიალის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა მიაწოდა.

გივი მიქანაძემ შეხვედრისას პროფესიული განათლების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო პროფესიული კოლეჯების მხარდასაჭერად და განსავითარებლად განახორციელებს.

ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების პროგრამების შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობაზე, ასევე, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და კერძო კომპანიებთან პარტნიორობის გაძლიერებაზე.

კოლეჯ „ახალი ტალღის“ ხულოს ფილიალი 100 სტუდენტზეა გათვლილი. ამ ეტაპისათვის კოლეჯში ხორციელდება ხუთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ელექტრობა, მეფუტკრეობა, სატყეო საქმე, სასტუმრო მომსახურება, ვეტერინარია.

კოლეჯი სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ინვენტარით.

კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი