მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს
გივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს

გივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

ჩემო ძვირფასო ბავშვებო, ყოველი დღე თქვენ გეძღვნებათ. ჩვენი, ზრდასრული ადამიანების, მთავარი საზრუნავი თქვენთვის ბედნიერი ბავშვობის უზრუნველყოფა, თქვენი სურვილებისა და ოცნებების ახდენაა.

სწორედ ამ პასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ გააზრებისა და ბავშვების უფლებებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ყოველწლიურად ვუერთდებით მსოფლიო ინიციატივას და 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.

თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი ძალა და მთავარი იმედი. ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანაში შეგიქმნათ გარემო, სადაც მიიღებთ ღირებულ ცოდნას და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ. დაისახეთ თამამი მიზნები, არასოდეს შეწყვიტოთ ცოდნის მიღება და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა.

მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ, უდარდელ, სიყვარულით სავსე ბავშვობას და უამრავ გამარჯვებას ცხოვრების გზაზე“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი